среда, 9 июня 2010 г.

1.პროექტის სახელი: ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგია

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა მიერ გზების მოძიება ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის დაზოგვის შესახებ.

3.პროექტის სრული აღწერა:უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში არ ხდება ენერგიის დაზოგვა, ხშირად ანთია ნათურები,ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები,როდესაც ისინი საჭირო არ არის. ძირითადი ამოცანაა ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის ღირებულების დადგენა, ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა, შემცირდეს ენერგიის უქმად ხარჯვა, გამოყენებულ იქნას ეკონომიური ნათურები, ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ ენერგიას მოიხმარენ ჩართვა–გამორთვისას, მათი მუშაობა გახანგრძლივდება თუ არ გამორთეთ, თუკი მოკლე ხანში ისევ უნდა ჩართოთ.

4. მონაწილეთა ასაკი: 15-18 წელი.

5. ვადები, ხანგრძლივობა 2 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში _ კლასიფიკაციის, თხრობის, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე. კვლევა–ძიების, დამატებით მასალაზე მუშაობის უნარ–ჩვევების გაუმჯობესება.

მონაცემების სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოების მიერ დახარჯული ელექტროენერგიის შესახებ შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ცხრილის სახით, ხოლო დახარჯული ენერგიის ღირებულება შეიძლება წარმოდგენილი იქნეს სვეტოვანი დიაგრამის სახით.

7. მოსალოდნელი შედეგები –მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით.

შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი.

მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას, შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.

8. სარგებელი სხვებისათვის : პროექტის განხოციელება სასარგებლოა, რადგან ხელს შეუწყობს ეკონომიას, როგორც ოჯახში ასევე ქვეყნის მასშტაბით.

9. სამუშაო ენა ქართული

10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი მათემატიკასთან. (იმსჯელებენ და მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილებისა და დიაგრამების სახით) მოსწავლეები მოცემული პროექტით ისაუბრებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის გამოყენების და მისი დაზოგვის გზებზე.

პროექტის ავტორის სახელი დონარა სულამანიძე

პროექტის ავტორის ელ–ფოსტა –donarasmail@gmail.com